ალეკი ბიძიასთან მივა, რომელიც კავიას მოთხრობას უკითხავს.
კავია იტყვის ამ მოთხრობაზე რომ მშობელი ცუდია თ შვილს მიატოვებს. ალეკი ბიძიას თხოვს აუხსნას. ბიძია ალეკს ეტყვის რომ სიყვარული მეორენაირად თავგანწირვას ნიშნავს. მშობლები შვილის გამო ყველანაირ ტანჯვას გაუძლებს. მოთხრობის მიხედვით კრიშნას მშობლებმა რთული გადაწყვეტილება მიიღეს და შვილის გადასარჩენად მოუწიათ მისი დატოვება. ალეკი გაიმეორებს რომ მის სიტყვებს: "სიყვარულს მეორე ნაირად თავგანწირვა ქვია".
რაგინის მამამისი დაურეკავს და ეტყვის რომ ალეკი მასთან იყო და ძალიან ნერვიულობს, რადგან ალეკს აშკარად რაღაც აწუხებს.
საქშის გულის რევები აქვს. ექიმს დაურეკავს და ექიმი ეტყვის რომ ექოსკოპიისთვის უნდა მივიდეს რომ ნახონ ბავშვი როგორ ვითარდება.
რაგინი კუშის ალეკზე ეტყვის რომ ცუდად ყოფნის დროს მასთან იყო. ალეკი კართან დგას და ბიძიას სიტყვებს იხსენებს, ამავდროულად რაგინის სიტყვები, ანმოლს რომ ელაპარაკებოდა კუშის განვითარების შესახებ.
კუში მამამისს კითხულობს, ალეკი კი თავისთვის ამბობს რომ არასდროს მივა კუშისთან, რადგან უნდა რომ ჭკვიანი და ჯანმრთელი გაიზარდოს.
ტამი შემოვა ოთახში და იტყვის რომ ალეკს არ უნდა კუშის ნახვა. რაგინი რომ გავა, საქში შემოვა და კმაყოფილი სახით ტამის ეტყვის რომ ოთახიდან გავიდეს რადგან კუშისგან ავადმყოფობა გადაედება. კუშის კი ეტყვის რომ მამამისს მისი ნახვა არ უნდა. კუში ყვირის რომ მამას მაინც ნახავს.
მალტი ვინუს ეწუწუნება რომ ცუდად არის და უნდა რომ ექიმთან გაყვეს.
რაგინი ბნელ ოთახში ალეკს დაინახავს და გამოკითხავს თუ როგორ არის. ალეკი ამბობს რომ ბიძია ყოველთვის მართალი იყო და რომ კუში აღარ უნდა ნახოს. რაგინი ეხვეწება კუშის ყურადღება მიაქციოს. ალეკი ეტყვის რომ ასე მისი კეთილდღეობისთვის იქცევა.
საქში კუშის წამლებს მოიმიზეზებს რომ ექიმთან წავიდეს.
ექიმი საქშის გამოკითხავს ინფორმაციას, საქში მოატყუებს რომ ბავშვის მამას ალეკი ქვია.
გამოსვლის დროს საქშის მალტი დაინახავს და ეტყვის რომ თავიდანვე არ მოეწონა და რომ მატყუარაა. ახლავე ეტყვის რაგინის რომ ორსულად არის და დარეკვას ეცდება მაგრამ საქში გააჩერებს და თხოვს რაგინის არაფერი უთხრას. დაიბნევა, მერე ეტყვის რომ არ არის ორსულად და მის სახელზე თავშესაფარში ერთმა მეგობარმა გაიკეთა ანალიზები. მალტის არ ჯერა მაგრამ ბოლოს გაჩუმდება, რადგან ექიმი დაუძახებს და შევა.
საქში ფიქრობს რომ ერთ თვეში მუცელი დაეტყობა და ალეკთან ჯერ ვერ მოახერხა მარტო დარჩენა.
მალტის ეტყვიან რომ შებერილობა აქვს.
მალტი ექიმს მაინც კითხავს საქშის შესახებ და ექიმი ეტყვის რომ ის მართლა ორსულად არის.
მალტი ვინუს დაურეკავს და ეტყვის საქშის შესახებ მაგრამ ვინუს ხმაურის გამო არ ესმის.
რაგინი ალეკთან შევა და რომ დაინახავს როგორ ჭრის კუშისთან ერთად გადაღებულ სურათებს ეჩხუბება რომ ტამის მამისგან უნდა აიღოს მაგალითი და ბავშვს უნდა შეურიგდეს. ალეკი ჯიუტობს. რაგინი ეტყვის რომ სადნას ხათრით სკოლაში კუშისთვის უნდა მივიდეს. გავა და დატოვებს აცრემლებულ ალეკს.
შემდეგ სერიაში: მალტი რაგინის ურეკავს. საქში ამის გაგონებაზე ნერვიულობს.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев