- დედა,მტკივა.
- ვიცი შვილო.
- დედა ძალიან მტკივა,მიშველე რამე.
- მოგიკვდეს დედა.
- დედა,მეც უნდა მოვკვდე? როგორც თენგო და გოგა.
- არა დედა,შენ კარგად იქნები....
- დედა ,შენ თენგოსაც მაგას ეუბნებოდი.
- ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება გიორგი,შენ კარგად იქნები.
- დედა როდის წავალთ გერმანიაში,ვეღარ ვუძლებ.
- მალე,გპირდები მალე წაგიყვან.
- ფული რომ არ გვაქვს?
- ვიშოვით დედა გენაცვალოს.
- მამა რატომ ტირის?
- იმიტომ,რომ ძალიან უყვარხარ.
- არ იტირო დედა,არ მინდა რომ ტირიხართ.მეც მიყვარხართ.
- აღარ ვტირი.გაგიარა გიორგი?
- არა. დე...მეშინია,არ მინდა თენგოსთან,შენთან მინდა. არ მინდა სიკვდილი,მე ხომ ჯერ ბავშვი ვარ.უთხარი ხალხს რა.
- ვეტყვი შვილო.
- ჰო,უთხარი და დამეხმარებიან.მე ვიცი. დე,მზე ამოვიდა,ლ