ზოგი თბილია, ზოგს კლავს სიავე.
ორივე რაღაც იდუმალია,
და მაინც ერთი - აქვთ სიამაყე...
ორივე გახსნილ სიყვარულსა ჰგავს.
ეს სიყვარული ყველგან მოგაგნებს.
თუ შეგიყვარეს, თუნდაც გაუშვა,
წასულით მაინც, თავს მოგანატრებს.
თუ მოეფერე - თავს შეგაცოდებს,
მაგრამ უეცრად, თუ შეიჯავრებ,
უნდა უფრთხილდე,
თვალებსაც დაგთხრის
თუკი არ ენდე, არ გაგახარებს.
რაც მეტ სითბოს გრძნობს, ამ სიყვარულით
არსად, არასდროს არ მიგატოვებს
არც მარტოობას და არც სიყვარულს
მარტოდ არასდროს არ გაგრძნობინებს.
თუ სიყვარული გულიდან იგრძნო
თვითონაც ასე გულს გიერთგულებს,
და თუკი მასზე იზრუნებ ასე
ისიც არასდროს არ გიღალატებს.
.............
ქალიც ბუნებით, ისიც კატას გავს.
შენგანაც სითბო სჭირდება ასე,
იდუმალებაც, ეს არის მათი,
ეცადე მაინც... ერთმანეთს გავდნენ!
....ავტ....მეორადი ლექსები...შ.წ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2