ღმერთმა სიყვარული შექმნა,
სანთელი მისცა ხელში
-წადი იარეო ქვეყნად
ნათელი შეიტანე ბნელში.
გული გაუთბეო ყველას
ვინც კი გულდამზრალი ნახო
იცოდე ადამის მოდგმას
არ გაეკაროო ახლოს!
-რატომ?- შეცბა სიყვარული
-მაგას კითხვა უნდა?
შეყვარებული კაცი
ღმერთზე დიდიაო ქვეყნად.