10 ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ!
1. აბა, ხელს ნუ მიშლი, ახლა არ მცალია, შემეშვი, მაცალე და ა.შ. თუ ამ ფრაზებს ხშირად წარმოთქვამთ, ბავშვს უყალიბდება შვილისა და მშობლის ურთიერთობის მოდელი, რომელშიც მას სულაც არ აქვს პირველი ადგილი, რაც აუცილებლად აისახება მომავალში მშობლებისა და უკვე დიდი შვილების ურთიერთობაზე. „გადი აქედან, ხელს ნუ მიშლი“, ბავშვმა შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგოს.ჯობს, უფრო მსუბუქად მიმართოთ, მშვიდად აუხსნათ, რომ ამ წუთას რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებთ. თუ არადა, აუცილებლად მოუსმინეთ. იქნებ, რა უნდა?!
2. „შენ ისეთი...“ – ბავშვისთვის მორგებულმა იარლიყმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მოფერებითი ფორმითაც კი ასეთი იარლიყი მას დიდ ზიან