მე შენ გიპოვე და დაგიჩემე!
გულში მოვაწყე მე შენთვის ბინა
შენ დამარწმუნე, მეც დაგიჯერე,
გავტეხე გულის ცისფერი მინა. . .
შენ ალბათ სხვებსაც ათრობდი ასე,
თავბრუს ახვევდი უჭკუო ქალებს,
შენს სახეს ვხედავ მზის დარად ცაზე,
მუდამ ხელს მიშლი ვიფიქრო სხვაზე!
როგორ გიპოვე, არც მიძებნიხარ!
მინდა თვალებში ვარსკვლავად ჩანდე,
მაინც გიჩემებ, მაინც ჩემი ხარ!
თოვლში ვრთრთივარ და მიყვარხარ ცამდე!