Предыдущая публикация
გამომეღვიძა. ჩაწიხლული სული ჩამძახის,
შეციებული გაზაფხული უხმობს იებსო!
გული კი მიგრძნობს , ვერ ავცდები სეირს საძრახისს
და ჯვარის ტვირთით გოლგოთისკენ მივდევ იესოს.
ჭამე სირცხვილი ადამის ძევ ! - ეშმამ გიკმია.
აკი , ნატრობდი და იხილე მხსნელი - მესია.
ეჰ ! შერცხვენილო! უმადურო ! ეს რა გიქნია?!-
ვერ დააფასე . ტალახს ესვრი , როგორც წესია.
გვიან მიხვდები შენს შეძახილს : "ჯვარს აცვით ეგე!"
ეს დედამიწა სამყაროში ცოდვის ბირთვია.
ვით რომაელი ჯარისკაცი , შენც მიხვდე , ეგებ
უფლის ჯვარი და ცრემლი მისი - მძიმე ტვირთია !
ალეკო ჩინჩალაძე . 09 . 04 . 15.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев