ქუთაისის წვიმა მიყვარს, ქარში ბაღის კიდე... მარტოობა ხეივანში წოწიალი კიდე. „ბიკენტიას საქაბაბე“ ხმელი პურის ყუა, ნატვრები და ოცნებები ახდენილი თუა. მოცეკვავე ნეკერჩხლები მთლად შეშლილი ქუჩა, პირდაფჩენილ ბროწეულებს კბილები რომ უჩანს. ნეშომპალით დაზუნთხული უცხო ქალის კაბა... საქასრიის ბილიკებზე ალუჩა და ბალბა. ისტორია მორგანებზე, მოკლედ თქმული წვლილი... რუსთაველზე მოსეირნე მოტკვარცალე წყვილი. ქუთაისის მგლობა მიყვარს, მთელ სამყაროს მიჯობს... შეძახილი ყოველ მხრიდან რაფერა ხარ ბიჯო?. „შეჩემა“ და „სიმონ“ ებით გატენილი სიტყვა... მე ასეთი მევასება, მე ასეთი მიყვარს. პიტნებით და ომბალოთი სურნელება სუფრის... ბაგრატიდან გელათამდე შერიგება უფლის. სათაფლიის ასავალი, ჭომის წყარო წმინდა, ნაწნავებად ჩამოყრი
ქალიშვილობა გრეხია, თურმე მთავარი სექსია სიყვარული ხომ ნულია როცა მთავარი ფულია. გუჩი, გაბანა, ვერსაჩე ჩანთაში Iphone 7-ია, სხეულსაც სულ სხვას აჩუქებ დაბალს მსუქანს და ფულიანს, მერე გაყვები ვიღაცას, ცხოვრებას იწყობ გგონია რომ გადახედავ ყველაფერს იტყვი ოჯახი რთულია. აღარც კლუბები, ბარები, სხვასთან გართობაც რთულია, მერე დატოვებ იმასაც იტყვი მიყვარდა, ლოთია... ისევ განაგრძობ ცხოვრებას, ყველას შეაბავ გგონია, ატყობ ბოზივით გხმარობენ ბარში მთვრალსა და შფოთიანს, შენთვის მთავარი ფულია, შენთვის გრძნობები ნულია, შორიდან როცა გიყურებ გული მერევა მგონია, და სანამ კიდევ შეტოპავ ცოტა დაფიქრდე ჯობია..