– ისევ მოვედი…
– დახმარება გინდა?
– ჰო…
– რომ გილხინდა,სად იყავი?
– მაშინაც მინდოდა მოსვლა…
– მაგრამ არ მოდი…
– მტკივა…
– რა გტკივა?
– გულიც და სულიც…
– რატომ?
– არ ვიცი…
– რომ არ მოდი იმიტომ…
– როდის?
– როცა არ გტკიოდა…ახლა სინდისი
გაწუხებს…შენ არ იცი,რომ სინდისია,მაგრამ
გაწუხებს…
– მრცხვენია…
– რისი?
– არ ვიცი…
– შენი თავის…რომ არ გახსოვდი
იმიტომ..ამისი გრცხვენია…
– რა გავაკეთო?
– ნუ დამივიწყებ!რომ მივიწყებ,ხომ ხედავ
ცუდად ხარ…
– ყოველთვის მახსოვხარ…
– მაგრამ ჩემამდე არასდროს მოდიხარ…
– დამეხმარე…
– ნუ მოხვალ მხოლოდ მაშინ,როცა გტკივა…
შენი სიხარულიც გამიზიარე,შენი
ბედნიერება გამიზიარე,ამისთვისაც მოდი…
დამითმე მეტი დრო,გული გადამიშალე და
დახმარება აღარ დაგჭირდება…
– გამომივა?
– გჯეროდეს!
–