არ დანებდე
თუ გრძნობ იმედები როგორ გიცრუვდება,
გთხოვ არ დანებდე, არა.
თურმე გადათქელეს შენი ოცნებები
და მოლოდინიც გაქრა.
ხმა აიმაღლე და არ დანებდე,
გულს ნუ გაიტეხ კვლავაც.
არ შეუშინდე ახალ სიძნელეს,
არ გეპატიება, არა.
ვერ მოგატყუებენ, ვერ შეგაშინებენ
და თუ გულს გატკენენ მაგრად,
შენ ხომ სალი კლდე ხარ და არ შედრკები
და შენ გაუძლებ ამას.
გწამდეს აგიხდება ლაღი ოცნებები,
გული არ გაიტეხო არა.
გწამდეს მომავალი კვლავაც გაიბრწყინებს,
ღმერთი შენთანაა მარად.
12,01,2016
მზია კაპანაძე
...ნუ დაკარგავთ და დააფასეთ ის ადამიანი, ვისთან გაღვიძებასაც ისურვებდით, ვისთანაც შეძლებთ ცარიელ ოთახში ჩახუტებული იყო ჩუმად. ვისაც გინდათ შეეხოთ გულს გულით, ხელზე ხელით. გიყვარდეთ ის, ვინაც იცის თქვენი ყველა ნაკლი და მაინც უხარია თქვენთან ყოფნა. ვინც ჰაერივითაა თქვენთვის, ვინც სამუდამოდ იქნება თქვენს გვერდით მიუხედავად ათასი სირთულისა. ვისთან ერთადაც შეგიძლიათ ჩაიდნოთ ბავშვური სისულელეები.
გულო ათასჯერ რომ ამტკივდე მაინც გიშველი,
ათასმეერთედ მოგაფარებ თბილ ხელისგულებს.
არ დავანახოთ ჩვენი სევდა არვის შიშველი,
დარდად მდიოდე, ოღონდ ბოღმა ნუ დაგიგულებს.
იყუჩე ჩემო, მეც მჭირდება შენი ნუგეში.
სევდად მიტევდე, მაშინებდე განა რა მოხდა,
ჩემად ტკივილად, საიმედოდ მყავდე უბეში,
არ გაგიკვირდეს, მერე რა, რომ კვნესა აღმომხდა.
თუ გინდ ათასჯერ ამიტკივდი, ოღონდ იფეთქე,
ეს წყალობაა, უფრო მეტად მტკიოდე მინდა,
სიძულვილისთვის ოღონდ მკერდს ნუ ამომიხეთქებ,
სასიყვარულოდ, საერთგულოდ, რამდენიც გინდა.
/ნანა მეფარიშვილი/
„თუ პირდაპირ იტყვი სიმართლეს მაშინვე ყველაფერი
ირღვევა და იღუპება...იტყვი თუნდაც იმიტომ რომ თვალი აუხილო მლიქვნელობით დაბრმავებულს ...დაღუპული ხარ . მლიქვნელობა კი, თუნდ მასში ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო
მოსასმენია. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ
ეჩვენება ადამიანს.მე არ შემიძლია დავმალო სიმართლე და მხარი აუბა მნიქვნელობას და ვიყო საზოგადოებისთვის კარგი რადგან ამით მეტ პატივისცემას დავიმსახურებ
ზ ბ 20 02 2017