''ვამპირის დღიურების'' 28 წლის მსახიობს ზაკ როერიგს ორი წლის ქალიშვილი ჰყავს ალანა ტურნისრისგან. ორ წლიანი დუმილის შემდეგ მსახიობი თავად აღიარებს ''მე მყავს შვილი და ჩემი შვილის დედა ციხეში არის.'' ალანა სამი სხვადასხვა დანაშაულის გამო ციხეში მოხვდა. ზაკმა წამოიწყო საქმე მას შემდეგ რაც მისი ყოფილი შეყვარებული დაპატიმრებული იქნა სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის.უცნობია წყვილის ურთიერთობის შესახებ ასევე ბავშვის სახელი. იქამდე სანამ ზაკ როერიგის და ლანა ტურნისრის რომანი საჯარო გახდებოდა ქენდის აკოლა ( ''ვამპირის დღიურების'' ვარსკვლავი) და ზაკი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ზაკის და ქენდისის დაშორების მიზეზად ზაკის და ალანას საერთო შვილი ითვლება. უცნობია ბავშვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.
კუნძული პოვეგლია იტალიაში.ოფიციალური შესვლა აქ ტურისტებს ეკრძალებათ, მაგრამ ბევრი ცნობისმოყვარე და მისტიკის მოყვარული ახერხებს აქ მოხვედრას.საქმე იმაშია, რომ კუნძულთან დაკავშირებულია საშინელი ისტორია: XVI საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიის დროს აქ მოჰყავდათ ავადმყოფები და მათ სხეულებს წვავდნენ, რომ ეპიდემია შეეჩერებინათ. 1922 წელ ს კუნძულზე გაიხსნა ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელზეც საშინელი ლეგენდები დადიოდა: ამბობდნენ, რომ მთავარი ექიმი ცდებს ატარებდა ავადმყოფებზე. მედპერსონალი და პაციენტები მუდმივად ხედავდნენ კოშმარებს და შიშისაგან იტანჯებოდნენ. კუნძულს მეტსახელად “ჯოჯოხეთის კარიბჭე” უწოდეს. საბოლოოდ კუნძული მიტოვებული და უდაბური გახდა და მეთევზეებიც კი შორიახლო შიშით ჩაუვლიან ხოლმე მას.