ჩემი წასვლისას შეწყდება თოვა,
ნისლი გადავა ფარულად შუბლზე
და დაიწყება საწუთროს გლოვა,
ცრემლი დაიწყებს დაცემას ტუჩზე...
ჩემი წასვლისას მოიწყენს სახლი,
სახედ დაღვრემილს დავტოვებ დედას,
ძველ ტანჯვას ისევ შევუცვლი ახლით,
ყოველდღიურად თვალს მოსწმენდს სევდას...
ჩემი წასვლისას შეწყდება დრამა,
ფიქრს მოეხსნება ტანჯული დარდი,
ცხარე ცრემლებით მიტირებს მამა,
გაახსენდება დრო როგორ გარბის..
ჩემი წასვლისას დავტოვებ ვიცი,
ნაწილს, სისხლსა და სიყვარულს ჩემსას.
გაიზრდები და მომეცი ფიცი,
რომ გააგრძელებ ჩემს გულის ცემას...
ჩემი წასვლისას შეწყდება ლხენა,
ისიც დროებით მაგრამ და მაინც,
იმედს ვიტოვებ ექნებათ ძგერა,
გულებს ფიქრებით ჩემზე დამარცვლილს...
ჩემი წასვლისას წინასწარ ბოდიშს,
ვუხდი ხალხს ჩემზე თბილად განწყობი