რია! ყველაფერი აირია, გულს გაუღებ? შემოვლენ და გაივლიან....! გულს აჩუქებ? უყოყმანოდ გაჰყიდიან! სიყვარულს კი სიძულვილში გაგიცვლიან.,..! სითბოს მისცემ? სიყალბეში ჩაგითვლიან, შეცდომებს კი სათითაოდ დაგითვლიან... შემიძლია, გაღიმებაც შემიძლია! ტკივილებს თუ სიხარულით შემიცვლიან, გულზე ლახვარს არასდროს თუ არ ჩამცემენ, მე ბოლომდე, ერთგულება შემიძლია! გააციეს, სიყვარულიც გააციეს და მარტივად საგულედან გააცილეს, ნეტავ მეც რომ ყველაფერი შემძლებოდა, და ჩემთვისაც მიტოვება გაადვილდეს, დამივიწყეს, წავიდნენ და დამივიწყეს, ჩემი სითბო, სიყვარული გამირიყეს, მღალატობდნენ და თვალებში მიყურებდნენ, უფალი და ღვთისმშობელი დამიფიცეს.. გამიკვირდეს? რაღა უნდა გამიკვირდეს! ჩემი გული სათითაოდ გამიყიდეს! ოცდაათიც არ დასჭირდ