რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს ? ალბად დედაა უფრო მთავარი , მამა არ აფრქვევს ქალივით ცრემლებს , მაგრამ გული აქვს შვილზედ დამწვარი .. თითქოს მკაცრია , ერთი შეხედვით , ცრემლს არ განახებს , მოგერიდება ,მაგრამ მამის გულს თუ შეეხები , იგრძნობ დარდისგან როგორ ღვივდება , მამის თვალები მზრუნველი ფიქრებად ჩუმად , უთქმელად გვფარავს და როცა ერთხელ აღარ იქნება , მდუღარე ცრემლით ვუსველებთ მიწას , ეჰ მამას აწი ვინ გამიცოცხლებს რა დამრჩენია ვინატრო უნდა , გავიმეტებდი უხმოდ სიცოცხლეს , რომ ერთი წუთი მენახა თუნდაც , სულ ერთი წუთი დამიდგეს გვერდში , სულ ერთი წუთით მომხვიოს ხელი .. მერე ჩავემხო მის ძლიერ მკერდში და პატიება ვევედრო წრფელი , ეჰ , გვიანია სიტყვები ნაზი , ის დამრჩენია ვეფერო საფლავს , სინანულს მხოლ