- - - -თ ა მ ო- - - -მინდა მოგიყვეთ ზღაპარი,მხოლოდ აქ მსხდომმა ვიცოდეთ...სატრფომ მატკინა გული და სასმისი გამომიწოდეთ...არ მიიწურა მაისი თოვლიც კი თითქმის აიღო,სხვაზე გამცვალა და აი ეს ჩემი გულიც წაიღო...ნუთუ ასეთი მარდი ვარ ფიქრებმა ღამე ათია,არ შემიყვარა,მითხარი–ის გოგო როგორ არჩია?!მინდა დასრულდეს ეს ტანჯვა უკვე რამდენი ხანია,დარდია მთელი ცხოვრება ბედნიერება წამია...დამისხით უნდა დავლიო,მერე რა?!–არ თქვათ ქალია,სატრფომ მატკინა გული და აბა რა ჩემი ბრალია?!შემივსეთ მეც ეს სასმისი,გააღეთ ყველა გალია,მინდა მუხლებზე დავეცე და ვთქვა:–„ეს ღვინის ბრალია“.რა ვქნა,თუ მარტო დამტოვა,მაინც ვარ ასე ხალასი,თითქოს აღარ მაქვს დარდი და კიდევ ერთიც დაასხი!