მამაკაცი მორიელი სწორედ ის არის, ვიცი წყობიდან გამოსაყვანადაც მაქსიმალური მონდომება და ნებისყოფის სიმტკიცეა საჭირო. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები საკუთარი ემოციების ფლობის გასაოცარი უნარით არიან დაჯილდოებულნი. აქედან გამომდინარე, მისი სუსტი წერტილის აღმოსაჩენად ძალიან დიდი გამჭრიახობა გესაჭიროებათ. თუმცა, უნაკლო არავინაა ამქვეყნად. შესაბამისად, მორიელსაც აქვს აქილევსის ქუსლი – ეს კი მისი თავმოყვარეობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ყველაზე მეტად უარყოფილის სტატუსს ვერ ეგუებიან. ამიტომ, თუ თქვენ მორიელთან ურთიერთობა დაიწყეთ და შემდგომ ამისა, აუხსნელი მიზეზებით მოულოდნელად მიატოვეთ, დამიჯერეთ, მისი სახით ხანგრძლივ შურისძიებას გამოუწერთ საკუთარ თავს.