გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან, დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები! ქალი – მოვარდნილი ღვარი მდინარიდან. კაცი – წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების… მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია, ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც) კაცი – გაცრეცილი ლექსის რვეულია, ქალი – ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება. ჭიამაიების ერთი ოცეული ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია, ქალი ყვავილია ნორჩი – ბროწეულის, კაცი? კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია, ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ, გული სიყვარულით როცა დაიმტვერა, ქალი შენია და თითქოს არც შენია, კაცი გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა! უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ, მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში – შველი კაცი წვიმა არის ქალი – წყალდიდობა!.. შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და … ფე