ვართ თუ არა ქრისტიანები, ეს ვლინდება ღვთის დედისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში. კერძოდ, თუ ჩვენ გვიყვარს ქალწული - ვართ ქრისტიანები. თუ მისადმი სიყვარულს არ განვიცდით - არა. თუ ის ნამდვილ დედად მიგვაჩნია, მაშინ ვართ ღირსნი ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გოლგოთაზეც, მაშინ, როდესაც უფალმა იოანეს ღვთისმშობელზე უთხრა, - აი დედა შენიო. რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ სამყაროში, რამდენი მოწაფე ჰყავდა მაცხოვარს და მხოლოდ იოანეს ეუბნება. რატომ? იოანეს ერთგულების გამო. აქედან გამომდინარე, ღვთისმშობელი შენი დედა გახდება მაშინ, მისტიკურად მაშინ გეტყვის უფალი, აჰა დედა შენიო, როცა იქნები ერთგული, იდგები სიმართლის მხარეს მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე თავის ძალას არ ავლენს. ცხადი