,,ოდესმე დავწერ
ისეთ ხალხზე
ერთგულება რომ იციან,
ისეთ მახინჯ ცოლებზეც დავწერ,
კარგ ქმრებს რომ ღალატობენ,
კარგ ქმრებზეც დავწერ,
შვილების მოვლისგან გადაღლილი ცოლები რომ აღარ
უყვართ,
დავწერ
შეუგნებელ მოაზროვნეებზე,
აზრიან "გაუნათლებლებზე",
რომლებსაც
დრო არ ეყოთ
სწავლისთვის
იმ სამსახურის გამო,
საიდან მიღებული
ანაზღაურებითაც
საჭმელს ყიდულობდნენ,
დავწერ
წიგნგადაშლილ შტერებზე,
უდიპლომო გენიოსებზე,
სოფელში დაბადებულ-გაზრდილ ინტელიგენტებზე,
"ქალაქელ" მუქთახორებზე...
დავწერ შენზე,
როგორც კლოუნზე,
რომელმაც
მთელი
თავისი ცხოვრება
გაითამაშა.
და ბოლოს,
დავწერ ადამიანებზე,
ნამდვილ ადამიანებზე
ერთმანეთის
ცხოვრების
გ ა ლ ა მ ა ზ ე ბ ა
რომ სცადეს... ..“
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება. რა დააოკებს თავნება აპრილს? მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის. ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს და დასკდებიან ატმის კვირტები და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს, ახალი თვალით დაგაკვირდები. შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას, მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას! გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს, თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?.. გაზაფხულდება,