თუ ვერ ეხმარებით უბრალოდ გააზიარეთ,იქნებ გადავურჩინოთ დედას პატარა ვაჟკაცი..."იქნებ, სასწაული მოხდეს და წამლის ფული როგორმე ვიშოვო"
რამდენიმე თვის წინ ისეთი ლამაზი ბიჭის ტკივილზე დავწერე, მისი გახსენებისას მეც მტკივა. მას შემდეგ სულ მინდოდა, დედამისთან დამერეკა და მომეკითხა, - გიორგი როგორ არის-მეთქი, მაგრამ მეშინოდა, რომ კარგს ვერაფერს გავიგებდი.
ამ პატარა ბიჭს პანეცეფალიტი სჭირს, უსაშინლესი ინფექცია, რომელიც აუცრელობის შემთხვევაში ბავშვის წითელათი დაავადებისას თავის ტვინში იბუდებს, მოზრდილობისას იღვიძებს და ტვინს მთლიანად ჭამს. იმჟამად, როცა პირველად შევხვდი, გიორგი ჯერ კიდევ ფეხზე დადიოდა და იშვიათად ითიშებოდა, თავის დედ-მამს და ძმებს სცნობდა.; მის უბედურ დედას კი შვილის გადარჩენის ე