სიმწრით ნაქარგი დღს საქართველო
სულ გარინდულა ეს მთა და მდელო
სისხლს ვეღარ იტევს რიონი მტკვარი
მოსდუღს მოყივის ის ფიქრებს მთვრალი...
ეს ფიქრის ზვავი გაჰkივის მხოლოდ, ედემის ბაღი გვექცევა სოროდ
აფხაზეთს აწევს ,,ბატინკი" მრგვალი
და ჩვენც დაგვჩხავის ,,ორთავა ყვავი"...
ალაზნის სიგრძე იკვეცა თითქოს,
რატომ აღარ ჰგავს ის ,,მირზას ხვითოს".
დღეს გაჩენილი ამ ჩემ გულს დამღა , ძლიერ ზვირთდება და ხდება ტალღა...
შავი ზღვის ნაპირს ასცილდა ფარი,
ჭოროხში გაწვა პირშავი ხარი...
აღარ მოქმედებს დღეს ტბეთის მაზრა,
აქ ჩაკირულა ოდესღაც მასრა...
კარს მოგვდგომია მეზობლის ჯარი, ვერვინ ვერ ვზიდეთ ვახტანგის ხმალი...
დღეს ხომ სარანგი დუ-შაშს აგორებს
და საქართველოს ჰყიდის ამდორებს...
მასა შეიქმნა ძუნწ თათქარიძედ,
სიტყვას გ