ეცადე სიხარული აჩუქო მათ, ვინც შენთანაა, რადგან სიხარულს ადამიანები, ამ ბოლო დროს, ყველაზე იშვიათად ჩუქნიან ერთმანეთს, არა და, ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.
- აქ რატომ ხარ?
- იმიტომ, რომ შენთან მინდა... ვიცი, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ვიცი, რომ შენთან ზოგჯერ საუბარიც კი რთულია, ზოგჯერ ისეთი აუტანელიც ხარ, მაგრამ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, შენ გარეშე უფრო რთული და აუტანელია. მე არ მოგთხოვ, რომ შეიცვალო, იქნებ არც კი მომეწონო სხვანაირი. მე ასეთი მიყვარხარ, ცოტა თავნება, ცოტა ჯიუტი, კეთილი, ვარსკვლავთვალება და ცოტა ბუზღუნა. როგორ გითხრა, უშენოდ მარტო ვარ, შენ ჩემი ადამიანი ხარ... ადამიანი, რომლის გარეშეც სამყარო ცივია. ამიტომაც ვარ აქ, რადგან შენ გარეშე არ მინდა ყოფნა.