მტვერი დასდებია სხვენში გადანახულ აკვნებს,
სულტკბილ იავნანას თითქმის აღარავინ მღერის,
დედა ღვთისმშობელი ცრემლით მფარველობას გვაკმევს...
და ძეს ევედრება შვილთსხმას წილხვედრილი ერის.
ღმერთო! - გადმოგვასხი ჩვენი წინაპრების წყალი,
ქართველს უწყალობე ყრმათა სიმრავლე და წინსვლა,
ყველა ოჯახს მიეც თითო მიდგომილი ქალი,
შვილთა სიმცირისთვის შენი აგვარიდე რისხვა.
ხეებს სააკვნეებს უკვე გაუვიდა ყავლი,
დაცოტავებულებს თითქოს გაგვიჭირდა ხედვა,
ისევ გაგვიჩინე, ღმერთო, სათამარო ქალი,
ისევ გაგვიმრავლე, ღმერთო, ცხრა ვაჟკაცის დედა.
ყრმათა ჟრიამულით ისევ ახმაურე ოდა,
ხეებს სააკვნეებს ისევ გაუმაგრე ძირი,
ღმერთო! - გაგვიმრავლე ჯიში,ჯილაგი და მოდგმა,
ბევრჯერ აგვიტირე ახლად მოვლენილი ჩვილი.
დედავ საქართველოს - შენი მფა