Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
დიდის ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღვივის ცეცხლი გულში, რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში; ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით სული, მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული... მაშინ ციდამ ნაპერწკალი თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა, მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!