"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, თუ ჩათვლემდა, მაშინვე წამოვარდებოდა და დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო. სიკვდილამდე 3 დღით ადრე თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედა გამაყუჩებელს ასმევდა და ეკითხებოდა, მასე რად ხარო? ლევანი კი არაფერს ეუბნეოდა... "
ბოლო დროს მომხდარი საზარელი ფაქტებით საზოგადოება შეძრულია.
"მაგ არაკაცს ხალხის უნდა ეშინოდეს, ციხე ვერ უშველის, ამიტომაც დავწვით მისი სახლი!", - ასეთია პირველი კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის მცხოვრებისაგან, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებ 11 წლის ლევან ლომიძის გაუპატიურებისა და ჩამოხრჩობის ფაქტს გამოეხმაურა. ასეთი ამაზრზენი ფაქტები საზოგადოებას ახალი ტიპის დანაშაულის, ანუ ლინჩის წესი