ერთმა პატარა გოგონამ მითხრა, შენ ისეთი ძლიერი ხარ, მეც მინდა შენნაირი გახვდეო, გავუღიმე და მივუგე:
არა, ამაზე ნუ იოცნებებ, რადგან ძლიერ ადამიანებს ყოველთვის ურთულესი გზის გავლა უწევთ-მეთქი...
რატომო, მკითხა ბავშვური ხმითა და თვალებით... მე კი ვუპასუხე:
"იმიტომ, რომ სანამ ძლიერ ქალად იქცევი, მანამდე ბევრ განსაცდელს გამოგიგზავნის ცხოვრება, ბევრჯერ გული ისე გეტკინება, იფიქრებ, ვეღარ გავუძლებო,
ბევრი ღამე დაგათენდება ფიქრსა და დარდში,
ბევრჯერ დარჩები მარტო,
შენს შიშებთან, სირთულეებთან მარტოს მოგიწევს ბრძოლა,
სწორედ ეს აქცევს ადამიანს ძლიერად და მერე სუსტად ყოფნის უფლებას კარგავ... ამიტომ, ნუ ინატრებ, რომ ძლიერი იყო, ინატრე, რომ იყო ბედნიერი - ეს საკმარისია".