დაგვაფასეთ, თუ გაიგებთ ჩვენს ფასს...
*************************************************
დამაფიქრა ჩემი შვილის სიტყვებმა და
ლექსით ალბად მიმიხვდება სათქმელს,
წლები წლებს რომ დაუნდობლად მიყვება და
ვინ გაგვიგებს გული უძლებს რამდენს.
ვის არ უნდა თავის კერას დაუბრუნდეს,
ჩაეხუტოს მონატრებულ ოჯახს,
აბა ერთხელ დედის გულშიც ჩაიხედეთ,
შორიდან რომ უდარდელად მოსჩანს.
ემიგრანტის ტვირთი აწევს ბეჭებზე და
ქვა-ღორღიანს მიუყვება აღმართს,
ო..რამდენჯერ წაბორძიკდა წასაქცევად,
მაგრამ მაინც არ იმჩნევდა დაღლას.
არა, ერთხელ თუ დაეცა, ასადგომად
ძნელი არის გაიმართოს წელში,
ძალას აძლევს ემიგრანტის შეძახილი:
"აიყვანე შენი თავი ხელში".
ო..რამდენი დედა ვიცი, გაჭირვებით
თვიდან თვემდე ელოდება ხელფასს,
რათა შვილებს არ