იმისათვის, რომ ,ქრისტეს მისია შეესრულებინა და ყოფილიყო შუამავალი მიწასა და ზეცას შორის, ქრისტე იმ ხორცით უნდა ამაღლებულიყო, რომლითაც იშვა, ევნო, დაეფლა და აღდგა. ესაიას წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ამ დიდებული ამაღლებისა თავად ანგელოზებსაც კი არ ესმით და, ხედავენ რა იარებით დაფარულ სხეულს, რომელსაც შუბით განგმირული ფერდიდან სისხლი სდის, კითხულობენ: "ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის? რატომ არის შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით" (ესაია, 63, 1-2)? ეს სწორედ ის სხეულია, რომელიც ქრისტემ სუფთა და უმწიკვლო ძღვნად შესწირა ზეციურ მამას ჩვენი ცოდვების მოტევებისათვის - ეს იყო უდიდესი მხვერპლშეწირვა დედამიწაზე, რომლის ძალითაც მოხდა ჩვენი დახსნა სიკვდილისა და ცოდვების საკრველთაგან და ჩვენი ამაღლება
გილოცავთ მეგობრებო! მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეორმოცე დღეს 9 ივნისს დღესასწაულობს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დღეგრძელი გამყოფოთ შემოქმედმა! დღეს ქრისტეს ადამიანური ბუნება ზეცად ამაღლდა დაჯდა მარჯვენით მამისა. სამოთხეში უხილავთ ანგელოზებს ადამიანი, მაგრამ დღეს ზეცაში მამის გვერდით დიდებით მჯდომარეს ხედავენ და გაკვირვებით უგალობენ. საკვირველია ადამიანი სამოთხეში, მაგრამ უფრო საკვირველია დღეს ზეცაში. თუ ქვეყნის მეფემ შვილს მისცა სამეფოს ნაწილი ეს დღე დიდებულია, მაგრამ თუ მეფემ შვილი მარჯვენით დაისვა ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნიერების მეფედ აკურთხა. ადამიანი, ადამი სამოთხეში ქვეყნის მეფე იყო, მაგრამ დღეს ამაღლებისას - ზეცად გამეფდა, მეფეა მეფესთან, ღმერთია ღმერთთან. ეშმაკ
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი...
აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა ი