” ისე იცხოვრე, ნენა, დილით რომ მოკვდები, შენმა შვილებმა საღამოს არ დაგმარხონ და ნურც ისე იზამ, მთლად დაუმარხავი დაგტოვონ! ”
ნოდარ დუმბაძე - "მე,ბებია,ილიკო და ილარიონი"
გთხოვთ დაგვეხმაროთ!! თამუნა მორგოშია არის აფხაზეთიდან დევნილი 24 წლის გოგონა რომელსაც აგმოაჩნდა ოსტეობლასტოკლასტომა - ქვედა ყბის სიმსივნე.. დაავადება ძალიან სცრაფად პროგრესირებს..მას სჭირდება 20 საათიანი ოპერაციის ჩატარება ქირურგთა გუნდის მიერ, რომლის დროსაც მოხდება ყბის ამოკვეთა და წვივის ძვლის გადანერგვა მის ადგილას. ოპერაცია ჯდება 60 000 ლარი. TBCBGE 22 GE09TB7767945063600040 მიმღები თამუნა მორგოშია. პირადი ნომრით თიბისი ფეის აპარატეგიდან 62004025092. საკონტაქტო ტელეფონი: 597 26 26 76
მოვალ, სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
ახლოს მომიშვი და ამატირე.
მოვალ ბეთანიას დაგიკოცნი,
მწუხრზე მივაშურებ შიომღვიმეს,
ოღონდ შენი ნახვა დამილოცე,
ოღონდ ძველებურად გამიღიმე.
ათი ოკეანეც ვერ წამლეკავს,
ჩემში იმხელა ხარ, ისე დიდი,
სული მონატრების ზარებს რეკავს,
ოღონდ შენ არ უნდა შემიშინდე.
თხემით ტერფებამდე ქართველი ვარ,
მკვდარიც ცოცხალივით ვიარები,
შენთვის ჩაუქრობი სანთელი ვარ,
შენი პირგახსნილი იარები.
სული იბობქრებს ამოსვლამდე,
მახსოვს დაფიცებაც პირველყოვლის,
შენ რომ დამაბარე, წამოსვლამდე,
ვისი ჯიშის ვარ და ვისი გორის.
მოვალ სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
მერე სიხარულით ამატირე.