მე
მომწონს
სიგიჟემდე შეყვარებული წყვილები
წვრილმანებში,
რომ
პოულობენ ბედნიერებას
და
უანგაროდ უყვართ ერთმანეთი
მამაკაცები გრძელი პალტოებით
და
დახვეწილი ქალბატონები
სულიერი მშვენიერებით
ქუჩაში ხელგადახვეულები,
რომ
დადიან
და
არ აინტერესებთ ხალხის აზრი.
არ
მომწონს
წყვილები,
რომელთა
სიყვარულიც
ანგარებაზეა დამყარებული
მათი ცივი სახეები
და
მანძილი მათ შორის,
რადგან
საზოგადოების სტერეოტიპულ
ჩარჩოებში მოექცნენ.
მე
მომწონს
უბრალო ადამიანები
უბრალო ჩაცმულობით,
რომლებიც
არ ცხოვრობენ დოგმებით
და
თავს არიდებენ
იმ
საზოგადოებას,
რომელიც
იხრწნება და ყარს.
მე
მომწონს
ქუჩის მუსიკოსები,
მეტროსადგურებსა
და
ქუჩის კუთხეში
მდგარი ხელოვანები
და
არა
ბრენდირებულ ტანისამოსში
გამოწყობილი მომღერლები,
რომლებიც
ელიტა