"წერილი შვილს"
ძალიან მიჭირს ამაზე წერა
ბოლო სიტყვები ჩემთვის ძნელია,
ყველაზე ცუდი იცი რა არის?
დარჩენა გინდა და არ შეგძლებია...
როცა მე წავალ უნდა გამაგრდე
ეს ფუძე-ჭერი უკვე შენია,
ქარს ნუ გაატან ყველაფერს შვილო
ოფლით და სისხლით ნაშენებია...
როგორ მინდოდა რომ მოვსწრებოდი
შენს ვაჟკაცობას, ყმაწვილკაცობას,
გოგოებს თავს რომ მოაწონებდი
და დაიწყებდი ღრუბლებში ფრენას....
მანდილს ყოველთვის ეცი პატივი
ქართველ კაცს "მაგი" არ შეგეშალოს,
და თუ ვიღაცამ გამოგიწვია
პასუხისათვის არ შეგებრალოს.
გულომოწყალება იმას არ ნიშნავს
რომ ცხოვრებაში თავი დახარო,
არავის მისცე იმის უფლება
შენი სახელი ლაფში გასვაროს.
დედას გაუფრთხილდი,მის გულს მოეფერე,
შენი იმედი მაქვს აწინ...!
მივდივარ,მაგრამ სახლში კაცს გტოვებ
ზე