და მარტოობის ვარ გრძნობით სავსე,
მე მაღლა მთაში დიდ ჩანჩქერს მოვწყდი
და უსახელოდ აქ უნდა დავშრე.
ვიღაცა ბაღში ყვავილებს თიბავს,
სისხლში დაცოცავს, ვგრძნობ, შიშის ჭია,
და მეჩვენება, რომ ბებერ მიწას,
ჩემი უძლური სხეულით შია...
- თუმც, ვერვინ დამდებს მე ბრალს ღალატში,
და ვერ ჩამაცმევს იუდას ხალათს,
მაინც, აქ, ჩემთვის უცხო ქალაქში,
ტყუილად ვეძებ სიცოცხლის ძალას.
ქუჩის ხმაურში ფერმკთალი ლანდი,
ისე თრთის, როგორც პეპელას ფრთები,
ჯერ კიდევ გუშინ ვიღაცას ვგავდი,
ჯერ კიდევ გუშინ მე მგავდნენ სხვები...
ჩემში ჭუჭყიან საცველებს რეცხავენ,
და ზიზღი ყელში ყულფივით მიჭერს,
მადლობა დიდი, რომ არ ეცადეთ,
რომ ახლაც არვინ არაფერს მირჩევთ...
მე ამ ქალაქში შემთხვევით მოვხვდი...ნოდარ კვიციანი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3