დღეს, დაბადებიდან 22 წლისა შესრულდებოდა ბერი ანდრია (მილორავა), რომელიც სიმსივნის მძიმე ფორმით დაავადებული,16 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად და მალევე დატოვა წუთისოფელი.
უფალმა განუსვენოს. შეგვეწიოს ბერი ანდრიას წმიდა ლოცვები.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი!
ყოფითი შეხლა-შემოხლის, წყენისა და მოჩვენებითი ან ნამდვილი შეურაცხყოფებით გულის სიმშვიდის აფორიაქების შემთხვევები გაუთავებლად გვხვდება. და ის, რაც თითქმის გარდუვალია, რაც მაინც შეგვემთხვევა, უფალს სურს, ჩვენი შეწყალებისა და გადარჩენისაკენ წარმართოს. ყოველ წუთს შეურაცხგყოფენ, ყოველ წუთს მიუტევე და ყოველ წუთს სულ უფრო ღრმად შეაღწევ ყოვლისმიმტევებე
ლი ღმერთის გულმოწყალების წიაღში. და ამ შეწყალებით, როგორც სამოსით, შეიმოსები, გარემოიზღუდები და დაცული იქნები ყოველივესგან, რაც შენს გადარჩენას ზიანს აყენებს.
უფლის წინაშე არაფერს ისეთი ძალა არ აქვს, როგორც წყენათა მიტევებას, რადგან იგი არის მიბაძვა საღვთო გულმოწყალების ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მახლობელი ქმედებისა. ისე ადვილად არაფერი გვაცდუნებს, რ