https://www.youtube.com/watch?v=9-3CmdNvuG0
იცი? ლამაზო! ფიქრს სად მივყავარ,
სად მიმათრევენ ურჩი ფეხები.
ან გაგიჟებით რატომ მიყვარხარ
როცა შენს სურათს თითით ვეხები.
...არა, არ იცი, ეს, რომ გაიგო,
შენ უნდა ნახო ჩემი თვალები.
ჩვენმა სიშორემ გული წაიღო
მაგრამ მაინც არ დავიმალები..
იცი? წუხელის როგორ მოხვედი--
ვით ანგელოზებს ჩვევიათ ფრენა.
მეგონა ახლა...აი, მოვკვდები!
მაგრამ მაჩუქე მე აღმა--ფრენა...
ჩვენ დავდიოდით რძისფერ ღრუბლებზე.
ზეცა გვართობდა ნაზი ფერებით.
მზერით ვამბობდით ჯერ არ უთქმელზე...
და როდის ერთურთს მოვეფერებით.
...შენ გამაცილე.თავად იქ დარჩი.
ადგილ სამყოფელს ხომ არ გაცვლიდი.
ცოდვილ მიწაზე ფეხი რომ დავდგი
მეგონა ბრაუნინგს თავში დავცლიდი.
მე უშენობით სული მეხუთვის,
ამ სიშორემ
#თრუხელი
ხალხო, ავიხილოთ დაბრმავებული თვალები, გავხსნათ დახჭული ყურები, გავყვეთ ნამდვილ გზას, გზას უფლისაკენ, და არა იმ გზას რომელიც ჩვენ გვგონია რომ უფლისაკენ მაინც გაგვიყვანს. ცხოვრება გრძელდება