ადამიანის მუდმივი თანამგზავრია
სიხარული და მწუხარება. ისინი თითქოს
ტყუპი ძმებივით არიან. მოდის
სიხარული, მაგრამ იქვე ახლოს
სამწუხარო ამბავიც ხდება.ეს
ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველი
ადამიანის ცხოვრებაში. აღმოსავლური
სიბრძნე ამბობს: ,,ჰოი, მწუხარებავ, შენ
სწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი,
სიხარულო, შენ საწყისი ხარ
მწუხარებისა." ამიტომ, როდესაც
სიხარული გვეწვევა, უპირველეს
ყოვლისა, მადლობა უნდა შევწიროთ
უფალს წყალობისათვის. ასევე უნდა
მოვიქცეთ მაშინაც, როცა მოდის
მწუხარება , დიახ, მადლობა უნდა
შევწიროთ უფალს, იმიტომ რომ ეს
მონაცვლეობა აუცილებელია. ადამიანს
რომ სულ სიხარული ჰქონდეს, ის
ალბათ, მალე დაივიწყებდა უფალს და
სულიერად დაიღუპებოდა. სწორედ
მწუხარება გვახსენებს ღმერთს. წმინდა
მამები ტიროდნენ, როდ