დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, კამპ ნოუზე, სტარტს აიღებს "ბარსელონასა" და "ბაიერნის" უაღრესად საინტერესო დაპირისპირება, რომელსაც მაროკოელი ცენტრალური მცველი პოზიტიურად ხვდება. "არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც "პორტოსთან" შეხვედრაში, პორტუგალიაშია. პირველ რიგში, დაცვაში უნდა ვიმოქმეთ საიმედოდ, აგრეთვე საკუთარი შანსების გამოყენება უნდა ვცადოთ შეტევაში. გვეშინია თუ არა მესის, სუარესის და ნეიმარის? არა, ვაფასებთ მათ, მაგრამ არ გვეშინია. სუარესის წინააღმდეგ უკვე მაქვს ნათამაშები, როდესაც "ლივერპულში" გამოდიოდა. მე და ჟერომ ბოატენგი, საკმარისად ძლიერ დაცვის ცენტრს ვქმნით, ამიტომ ყურადღებით თამაშის შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება. "ბარსელონასთან" მატჩის წინ, განწყობა - აბსოლიტურად პოზიტიურია" , - განაცხადა ბენატიამ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 12