შეგახსენებთ, რომ ხვალ, 6 მაისს, კატალონიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი აიღებს სტარტს, სადაც ადგილობრივ "ბარსელონას" "ბავარიელები" დაუპირისპირდებიან და ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან. "ვფიქრობ, "ბაიერნში" გვარდიოლას მისვლის შემდეგ მათი სათამაშო სტილი ცოტა შეიცვალა. გვარდიოლამ გუნდს ყველა დადებითი მხარე შეუნარჩუნა და მასში თავის "ინგრედიენტებიც" ჩაამატა. უსიტყვოდ, "ბაიერნი" ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ჩვენ არ ვფიქრობთ გვარდიოლას დამარცხებაზე, ჩვენ "ბაიერნის" დამარცხებაზე ვფიქრობთ - კლუბის, რომელსაც დიდებული ისტორია გააჩნია. სამწუხაროდ, ჩვენს შორის ფინალში მხოლოდ ერთი გუნდი გავა. "ბაიერნი" საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ტრავმებთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუმკლავდეს. მიუხედავად შექმნილი გარემოებებისა, მატჩისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით. ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც მთელი სეზონი ვთამაშობთ. გოლი უნდა გავიტანოთ და არ გავუშვათ, რაც საპასუხო შეხვედრაში მცირედ უპირატესობას შეგვქიმნის. მომწონს სიტყვა "ჰეთ-თრიქი", თუმცა ჯერ არცერთი ტიტული არ მოგვიგია. კარგად გვესმის, რომ სამივე ტიტულის მოგებაა საჭირო, თუმცა სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი გამოთქვამს. ჩვენს წყვილში ფავორიტი არ არსებობს, ეს ნახევარფინალური ეტაპია. ჩვენ სახლში ვითამაშებთ, ჩვენი გულშემატკივრების წინ, რაც უფრო გაგვაძლიერებს. გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც უპირატესობა მეტოქეს ექნება. მსურს, ხვალ ჩვენი ქომაგები ჩვეულებრივზე უფრო აქტიურები იყვნენ".- განაცხადა 44 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 9