თებერვალი,ძველქართულად სურწყუნისი,ვატოპედის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „ნუგეში“, ანუ „მანუგეშებელი“ გვფარავდეს !!!
ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა:
807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწია ათონის მთას, განზრახული ჰქონდათ, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონატრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები, რომლებიც ნაპირზე საღამოსგამოვიდნენ, დილამდე მონასტრის მიმდებარე ბუჩქნარში დაიმალდნენ, მაგრამ წმიდა მთის მეთვალყურემ - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა, რომ უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრი აღსრულებულიყო.
მეორე დღეს, ცისკრის განტევების შემდეგ, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის საკუთარ სენაკში დაბრუნდნენ, ამ მონასტრის წინამძღვ
იყო ერთი მეწაღე, რომელიც თავის ბიჭუნასთან ერთად პატარა ქოხში ცხოვრობდა. ერთხელ, შობის ღამეს ბიჭმა უთხრა მამას:
– დღეს ჩვენთან სტუმრად მაცხოვარი მოვა. უფალმა იესომ თავად მითხრა ეს სიზმარში.
ბიჭი ძვირფას სტუმარს დილიდანვე ელოდებოდა და გამუდმებით ფანჯარაში იყურებოდა. უეცრად, მან შეამჩნია, რომ ქუჩის ეზოში ორი ბიჭი ურტყამდა ვიღაც ბიჭს და ის არც კი ეწინააღმდეგებოდა მათ. მეწაღის შვილი ქუჩაში გაიქცა, მჩაგვრელები გაყარა, ნაცემი ბიჭი კი სახლში შეიყვანა. მამა-შვილმა დააპურა და გაათბო საწყალი ბიჭუნა. ცოტა ხნის შემდეგ მეწაღის შვილმა თქვა:
– მამიკო, მე ორი წყვილი ჩექმა მაქვს, ჩემს ახალ მეგობარს კი ფეხსაცმლიდან თითები უჩანს. მოდი, მე მას ჩემს ფეხსაცმელებს მივცემ, გარეთ ხომ ძალიან ცივა.