ადრე მხოლოდ გულში მყავდი ახლა სულშიც მომრავლდი. ეგ ღიმილი თავგზას მიბნევს, მხიბლავს როგორც მირაჟი შენით ვნახე სიყვარული დიდზე დიდი ტირაჟით. მე ყველაზე ძალიან შენი მწვანე მახარებს , როცა ონლაინზე ხარ მაუსს ვერ ვწევ სხვა მხარეს. იმ დღეს რაღაც გეწყინა დამიკიდე ყურმილე, მას მერე დრო გავიდა, მაგრამ კვლავაც დუმილი. სად ხარ ნეტა ვიცოდე, გულს მიკლავენ ეჭვები, შენ ისეთი ტკბილი ხარ, ალბათ შემომეჭმები. ვაჰმე, ჩემ თავს უბედურს,როგორ მიჭირს გაძლება. მაგ ტუჩებით ვშიშობ, რომ სულ სხვა ვიღაც გაძღება. თუკი არ გენატრები და სხვისი ხარ საბედო. ჩემი დედას ვფიცავარ, მართლა მაგრად გამედო. ამირიე ფიქრები, კაცი ვგავარ ლამანჩელს. ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ და ვეღარ ვხედავ დაანრჩენს. თუ ლექსები არ მოგწონს შენ ოღონდაც მითხარი, უფრო მაგრებს დავწერ და მე ხომ ადრეც გითხარი: ერთ დროს მარტინ იდენსაც უწუნებდნენ პოემებს, მაგრამ კარგო იცოდე ჩვენი გზა გვაქ პოეტებს. ისეთს ვტოვებთ ნაკვალევს -სიკვდილიც ვერ გვერევა. ჩემს დაჯღანულ სტროფებშიც რაღაც გამოერევა, ისეთი რაც დარჩება როცა აღარ ვიქნები, ოქრო ვერცხლი რათ მინდა, სიმდიდრედ მაქვს რითმები. ჰოდა, მოდი, გამოდი, სამუდამოდ შევრიგდეთ. მინდა ისტორიაში რომ ჩვენ ერტად შევიდეთ. და, თუ ახლაც არ მოხვალ, მაშინ შენზე ახია. პირველი ხარ გახსოვდეს , ვინც გრძნობები დახია ერთს გეტყვი რომ- ინანებ, მერე როცა დრო გავა. დაინახავ რომ წლებმა ხალხი უცბათ მოგავა. დაგრჩებიან გარშემო , ღიპიანი ტიპები, ვისაც ბევრი ფულ იაქვთ და მამიკოს ჯიპები აი, მერე ჩაჯექი მაგ ჯიპში და მოხიე, ოღონდ აღარ გაგიტყდეს ხელი თუ სხვას მოვხვიე. ეს სამყარო ჭრელია, მძულს მე თავის ფასება. ვისაც არ ვევასები, არც მე არ მევასება. ახლა მორჩა წავედი, შენ გიტოვებ არცევანს. ოღონდ სადაქალოში ნუ დაიწყებ გარჩევას. შენი გქონდეს აზრი და შენით მოდი ჩემამდე. და თუ დიდი დრო დარჩა გრძნობის გადარცენამდე, მეტი რაღა დავწერო, ანდაც როგორ შეგაბა!? მსურდა რომ შენ გარდერობს ჩემთან გადმოებარგა. თუმცა შენ რას გაგიგებს, დუმს ფროიდის კრებული, მატორი გაქ გემოვნების ალბათ დასტუკებული


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 10