ქართული კულტურის ცენტრი ფესვები იწყებს მზადებას საახალწლო ღონისძიებისთვის, რომელიც ჩატარდება 13 დეკემბერს 5 საათზე,შემდეგ მისამართზე: 250 rue malbec 33800 bordeaux წინა წლისგან განსხვავებით წელს გვინდა შემოგთავაზოთ განსხვავებული პროგრამა და წარმოგიდგინოთ, პატარა თეატრალიზირებული წარმოდგენა ,თქვენი შვილების შესრულებით. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, აუცილებლად მობრძანდეთ 5 ნოემბერს,რათა საბოლოოდ გავანაწილოთ როლები და დავიწყოთ რეპეტიციები. სავალდებულოა რეპეტიციებზე სისტემატიური დასწრება, ყოველ ოთხშაბათს 3-დან 4 საათამდე,რადგან საახალწლო ღონისძიებამდე დარჩა 6 გაკვეთილი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე : 06 95 04 48 46 ლალი