მფარველო ჩემო
ახლა ღამეა.
ცაზე , მთვარე-
ჩემი დობილი.
როგორც ყოველთვის,
უფლის ნებას ვარ მინდობილი .
შემოფრინდება ანგელოზი
ჩემ სასთუმალთან
და მე ვიქნები ნებიერი
ძვირფას სტუმართან.
ქარი აშარი ათამაშებს
ხის კენწეროებს
მე დავივალე,
რასაც ვხედავ,
უნდა ვწერო ეს.
მთვარემ დამტოვა.
დავუქნიე ხელი მარჯვენა.
ანგელოზმა კი
ამჯობინა ჩემთან დარჩენა .
........................................
.......................................
თუ კი ოდესმე ვინმემ მწყევლა და შემაჩვენა ,
მფარველმა ჩემმა გზა სიმშვიდის სამგზის მაჩვენა.
ალეკო ჩინჩალაძე . 18 . 10 . 17 .