დედი, სახვალიოდ საგზალი გამიმზადე,
უნდა გადავიარ ჭაუხ -ნისლიანი,
კაი რას დარდობ, აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა შავი და ჭიანი.
დედი, ალბად გახსოვს ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს ავყევ დეკიანის
მაინც არ იშლიდი, მაინც ჩამაცმიე
პაპის ქალბანნი და პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ ქარაფს დავეკიდე,
დედი, მაპატიე სანამ დავენარცხე
შენზე ვფიქრობდი და ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი, მე მოვკვდი და ესეც მაპატიე,
იცი? იმ ხარჯიხვსაც შვილი დასტიროდა
ახლა ალბად მამაც ჭიქას აიღებს და
ჩემის მასპინძლობით იტყვის უდროოთას.
დედი, ჩემს საფლავზე იმ შენს იასამნებს,
უდგათ პერიოდი, ლურჯად შეფერების
იცი? ყოველ ღამით შენთნ მოვდივარ და
შენს თმაში ჭაღარებს ჩუმად ვეფერები.
#EnaDaimokle
ბისკვიტის რულეტი ჯემით და შოკოლადით
ინგრედიენტები:
ფქვილი130გ
შაქარი100
გკვერცხი4
სოდა1/2 ჩ.კ
ვაშლის ჯემი
5-6 ს,კ ზეთი
3 ს.კ მდუღარე წყალი
3 ს.კ შოკოლადი მოსართავად ვანილი
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. ცალკე აურიეთ ფქვილი, სოდა და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ კვერცხს. შემდეგ დაამატეთ ზეთი და მდუღარე წყალი. ათქვიფეთ კიდევ 2 წუთი. თქვეფის დრო მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაითვალისწინეთ.
ფართო ტაფას დააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი. გადმოიღეთ, მოაცილეთ ქაღალდი და თბილსვე წაუსვით ჯემი. გადაახვიეთ რულეტივით და გააციეთ.
ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.