წლები ვერ ერევა მხოლოდ შენს სიყვარულს მასთან უძლურია ბედი, როცა შენთანა ვარ აღარ მეშინია აღარც მეტირება დედი, ვიდრე მეყოლები ვიცი შემეძლება შენით იმედები ვთვალო, ჩემო მადლიანო, ჩემო კეთილო და ჩემო მშვენიერო ქალო
ჩემო ტკბილო დედი - უზომოდ, უძლიერესად მიყვარხარ ჩემი გულის, სულის, ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხარ ჩემი სიცოცხლის გასაღები ხარ რომელიც ყველაზე კარგად ერგება ჩემს გულს
ბევრი მინახავს მოსული, წასული - უფრო მრავალი, ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით საიქიოსკენ სავალი, ყველა იმ გზაზე მივდივართ მათხოვარიც და მთავარიც, სუყველას ზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი, მარადიული ამქვეყნად მარტო უფალის გზა არის...