მატირებს
გულიც თითქოს ჩემთან ერთად ატირდა
დროს ვეღარ დავაბრუნებ ეს ვიცი და
რომ მახსენდება უშენობა არ მინდა
ყველაფერი შენს თავს მახსენებს
ეს ცაც ხომ ჩვენთვის ატირდა
მე აღარ ვტირი იცოდე
ამ მარტოობასაც როგორმე ავიტან
რადგან ცრემლები ვერაფერს შეცვლის
ჩემს გულშიც უბრალოდ გაწვიმდა
მე ხომ შენთან ასე მჭირდებოდა
მე ხომ უშენობა არ მინდა
მაგონდები და დაგეძებ წვიმის ნაკვალევში
ისევ ვიტირე ისევ დავმარცხდი ისევ შენთვის
ზეცაც ჩემთან ერთად ტირის ამას ვგრძნობ და
ყოველგვარ ცუდს ჩვენ ერთად ვებრძვით
ქუჩის ბილიკებს მე მარტო ვსერავ
აღარ გავიხსენებ არაფერს
ყურს ვუგდებ ცხოვრების მე გულის ძგერას
და ჩემს თვალწინ ვხედავ ისევ შენს სახეს
ამ ბილიკებში მე შენ დაგეძებ
მცივა მაგრამ გულში
რადგან უშენობით
დამიმძიმდა სული
ხელს გიწვდენ გთხოვ ჩამჭიდე ხელი
და აღარ გამიშვა არასდროს
უშენოდ ხომ მე ისედაც ვკვდები
მე ხომ სიცოცხლეს მხოლოდ შენთვის განვაგრძნობ
რატომ არ გესმის ჩემი ტკივილი
რატომ არ გესმის რაც მე ვინატრე
არ მინდა ყოველთვის ამდენი ტირილი
გაიგე რომ უბრალოდ დავიღალე
გაიგე რომ დავნებდი ცხოვრებას
რადგან უშენოდ ის არ არსებობს
ოცნებაც კი აღარ მინდა, ოცნებაც
ჩაქრა ის სანთელი ოდესღაც რომ ენთო
ასეთი დასასრული მიეცა ტკივილს
და მარტოობით განწირულ სიყვარულს
ვერავინ შემიყვარებს ეს ვიცი და
არც ვგრძნობ ამის გამო სინანულს
რადგან ძნელია ჩემი შეყვარება
ვიცი არავის შევუყვარდები
მარტო დავიბადეთ ოდესღაც ყველა
სხვა გზა არამაქვს ბედ ვეგუები...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 40
kargii leqsiaa dzaan :3 < 333