კაცის ღირსება იზომება - ნამუსის ქუდით.
ქალის ღირსება იზომება - ერთგული სულით.
კაცის სიკეთე იზომება - ყველით და პურით.
ქალის სიკეთე იზომება - მომთმენი გულით.
კაცის სიმდიდრე იზომება - ცოლით და შვილით.
ქალის სიმდიდრე იზომება - ოჯახით ტკბილით.
კაცის სახელი უნდა იყოს - შეურყეველი.
ქალის სახელი უნდა იყოს - გაუტეხელი.
/ ია ნანეიშვილი /