მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი. მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო! და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო! რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია.
ორ სანთელს ავანთებ,ორმაგად ვილოცებ, ორმაგად დავიწერ პირჯვარს, ეს ორი სანთელი თქვენია შვილებო, მე თქვენთვის ვილოცებ დიდხანს, ტაძრიდან გამოვალ,პირჯვარს გადავიწერ, ცრემლი დაეცემა მიწას, თქვენა ხართ ჩემი სალოცავი ხატები, მუდამ მეყვარებით ვფიცავ