ღვინის საიდუმლო,რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს 😉
ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია.
«რატომ არ სვამო», ჰკითხეს და კაცმა უპასუხა: «იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო»
— რას ამბობ, ნატურალურია, ხატზე დავიფიცებ, — შეიცხადა მასპინძელმა.
— შეიძლება ნატურალურიც არის, მაგრამ ღვინო რომ წამლად შეგერგოს, მარტო ეგ არ კმარაო, — უპასუხა კაცმა.
— აბა კიდევ რა არის საჭირო? — ჰკითხა მასპინძელმა.
— აბა, ჯერ შენ მიპასუხე, თუ იცი, ჩვენი წინაპრები როგორ წურავდნენ ყურძენს?
— საწნახელში იდგნენ და ფეხებით ჭყლეტდნენ, — უპასუხა მასპინძელმა.
— მთავარი გამოგრჩა: ამ დროს მღეროდნენ, გალობდნენ, მხიარულობდნენ, და იცი რატომ? — იკითხა სტუმარმა.
— არ ვიცი, — მხრები აიჩეჩა ოჯახის უფროსმა.
— იმიტომ, რომ დაწურულ