ქალი ქალია მერე რა რომ ზოგჯერ შარია,
ქალი ზღვასავით მღელვარე და ფიქრით სავსეა,
მერე რა მოხდა მოციმციმე მისი თვალები,
თუ ცისარტყელას ერთფერებში დაუხაზია.
ქალი ქალია მისი პეწი მაინც ატყვია,
თუმც ჭაღარა, სურნელოვან თმებს შემოხვევია,
მაგრამ მის სახეს ის ლამაზი მწველი ღიმილი,
სიბერემდე შეუცვლელად შემორჩენია.
გადამიყვარებ? არ გეგონოს რომ წაგეჩხუბო,
სიბერეშიც ხომ ეს თვალები შენ მოგელიან,
რამ შეგაშინა გარეგნულად დავბერდი მხოლოდ,
გული, გულს ჰკითხეთ? თვრამეტი წლის შემოგვრჩენია.