Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ჩემო საყვარელო მეგობრებო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ღმერთმა ინება კაცად გახდომა, რომ ჩვენ გავღმერთებულიყავით, და თავისი სიყვარულის ამ უზენაესი გამოვლინებით ყოველ ჩვენთაგანს მოგვცა ცხონების და მარადიული სიცოცხლის შანსი! ამ ულამაზეს დღეს ვევედროთ უფალს, რომ განანათლოს ჩვენი გონება და გახსნას ჩვენი გულები მისი სიყვარულის მისაღებად და გასაგებად, რამეთუ სიყვარულის გარეშე არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად არაფერს არა აქვს აზრი. როგორც ამბობს ღირსი ისააკ ასური (VI ს.) «ო, რა დიადი ჩანაფიქრი, რა ღრმა სიმდიდრე და რა მაღალი სიბრძნე აქვს უფალს! რა თანაგრძნობით სავსე გულმოწყალება და მდიდარი სიკეთე აქვს შემოქმედს! რა სიყვარულით და რა წყალობით შექმნა მან ეს სამყარო და აჩუქა მას არსებობა!... სიყვ