ეცადე
გარშემო არ გავდე არაფერს
თუნდაც, რომ
ცხოვრება
ნერვებზე დაგეტყოს.
ეცადე
ღიმილით შეხედო განაჩენს
მაშინაც
შენში რომ
სიკვდილი თარეშობს...!
ეცადე
ჯაჭვები აუხსა ამირანს
ჩახედო თვალებში
ცეცხლის ქურდ პრომეთეს,
ეცადე
დაწერო, ცხოვრება თავიდან
მე რა?! -
თუ არ გავს შექსპირის სონეტებს.
ეცადე
იცხოვრო, ისე რომ ეშმაკმა
ხელების დაბანით
მიბაძოს პილატეს.
ეცადე
იპოვნო იმედი ხელახლა
ხავსივით ეჭიდე
ყოველთვის სიმართლეს.
ეცადე
მხარდამხარ იარო სიკვდილის
იმედი დაატყვე
შენს ყველა კაპილარს
ეცადე
თვით ტკივილს, აჯობო ტკივილით
იარე იქ სადაც
რითმები წაგიყვანს.
ეცადე
სტროფებად შეგაკვდეს ცხოვრება
რომ ყველა დაჩაგრულს
ხიდებად გაედო
ეცადე
ხარხარით დასცინო დროებას
რომ შენი დაცინვა
მან ვეღარ გაბედოს.
ეცადე
გიყვარდეს სუნთქ